loader

მალტაში თვითმფრინავი აფეთქდა: პირველი კადრები ავიაკატასტროფიდან, რომელსაც ვერც ერთი მგზავრი ვერ გადაურჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მალტაში თვითმფრინავი აფეთქდა: პირველი კადრები ავიაკატასტროფიდან, რომელსაც ვერც ერთი მგზავრი ვერ გადაურჩა

მალტაში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც ევროკავშირის საზღვრების დაცვის სააგენტოს, Frontex-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. დასავლური მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მალტის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. როგორც გამოცემა Independent-ი წერს, ავიაკატასტროფის შედეგად, სავარაუდოდ, ვერავინ გადარჩა.

ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავი ლიბიის ქალაქ მისრატაში მიემგზავრებოდა. ადგილზე მუშაობენ მაშველები, სახანძრო სამსახურის თანამშრომლები და ექიმები. აეროპორტი დროებით დაიხურა.