მასობრივი საპროტესტო აქცია მექსიკაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ
მექსიკის რამდენიმე ქალაქში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. ქალაქის ქუჩებში ათასობით თეთრ მაისურში გამოწყობილი ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეებს ხელში ბანერები ეჭირათ და ლოზუნგებს სკანდირებდნენ. დემონსტრანტების მოთხოვნით, ბავშვის მშობლები ქალი და მამაკაცი უნდა იყვნენ. ამ დროისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინება მექსიკის დედაქალაქსა და კიდევ ორ შტატშია ნებადართული. მაისში ქვეყნის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო მთელს ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების ინიციატივით გამოვიდა.