loader

წყალდიდობის კადრები თურქეთიდან: "მძღოლები ჩაძირული მანქანების ფანჯრებიდან ძვრებოდნენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყალდიდობის კადრები თურქეთიდან: "მძღოლები ჩაძირული მანქანების ფანჯრებიდან ძვრებოდნენ"

თურქეთის დედაქალაქში წყალდიდობაა. 2 საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ანკარას ქუჩები დაიტბორა. წყალში ათობით მანქანა ჩაიძირა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მძღოლები ჩაძირული მანქანების ფანჯრებიდან ძვრებოდნენ და მაშველებს საკუთარი ავტომობილების სახურავებზე ელოდებოდნენ. ერთ-ერთი მძღოლის განცხადებით, მისი მანქანა უკვე გამოუსადეგარია. სტიქიის ზონაში სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. გარდაცვლილთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.