loader

"ფლეიბოის" დამფუძნებლის, ჰიუ ჰეფნერის სახლი 100 მილიონ დოლარად გაიყიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფლეიბოის" დამფუძნებლის, ჰიუ ჰეფნერის სახლი 100 მილიონ დოლარად გაიყიდა

"ფლეიბოის" დამფუძნებლის, ჰიუ ჰეფნერის სახლი 100 მილიონ დოლარად გაიყიდა. 29 ოთახი, ჩოგბურთის კორტი და აუზი, სადაც არაერთი წვეულება გამართულა, ჰიუ ჰეფნერს უკვე აღარ ეკუთვნის, მაგრამ შეთანხმების მიხედვით, "ფლეიბოის" 90 წლის დამფუძნებელს გაყიდულ სახლში ყოფნა სიცოცხლის ბოლომდე შეეძლება. სახლის ახალი მფლობელი დარენ მეტროპოლუსია, რომელიც კერძო საინვესტიციო ფონდის უფროსია. მეტროპოლუსის თქმით, მის მიერ შეძენილი სახლი დიდი ისტორიისა და მდიდარი მემკვიდრეობის მქონეა. 1927 წელს აშენებულ გოთიკური სტილის სახლს მან დიზაინის შედევრი უწოდა. 70-იან წლებში ჰიუ ჰეფნერმა სახლი 1 მილიონ დოლარად შეიძინა.