loader

როგორი იქნება iOS 10 - გაეცანით Apple-ის ახალ საოპერაციო სისტემას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი იქნება iOS 10 - გაეცანით Apple-ის ახალ საოპერაციო სისტემას

კომპანიამ Apple-მა საოპერაციო სისტემა iOS 10 წარმოადგინა. პრეზენტაცია კონფერენცია WWDC 2016-ის ფარგლებში გაიმართა და მისი ტრანსლაცია კომპანიის ვებგვერდზე მოხდა.

პირველ რიგში, ცვლილებები შეეხო შეტყობინების ცენტრსა და ეკრანის ბლოკირების სისტემებს. ამიერიდან iPhone-ის მომხარებლები შეძლებენ, ნახონ შეტყობინებები სმარტფონის განბლოკვის გარეშე, ტელეფონის უბრალოდ ხელში აღებით. ამასთან, ეკრანზე კონტექსტური მენიუს გახსნა შესაძლებელი იქნება 3D Touch-ზე ძლიერად დაჭერით.

სხვა სიახლეები დაკავშირებულია Siri-სთან. ხმოვან ასისტენტს უკვე თავად შეუძლია "ისწავლოს". დანართში "ფოტო" გამოჩნდა, "ჭკვიანი" დამახარისხებელი ალგორითმები, რომლებიც ავტომატურად აერთიანებს რამდენიმე ფოტოს ერთ ალბომში.

ასევე ცვლილებებია დანართში "რუკა", აქ Uber-ის შეკვეთა შესალებელია პირდაპირ Apple-ის კარტოგრაფიულ სერვისზე. ასევე მთლიანად განახლდა დანართი "მუსიკის" დიზაინი, ცვლილებები შეეხო როგორც iOS-ს, ისე iTunes-ს.

შემქმნელებისთვის განახლება ხელმასაწვდომია უკვე დღეიდან. ღია ბეტა-ტესტი დაიწყება ივლისში, ხოლო თავად iOS 10 შემოდგომაზე გამოვა.

bpn.ge