loader

როგორ გამოეხმაურა ბარაქ ობამა ბრიუსელის ტერაქტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოეხმაურა ბარაქ ობამა ბრიუსელის ტერაქტებს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს ეხმაურება. ბარაქ ობამას თქმით, "მომხდარი კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში".

"ამერიკელი ხალხის ფიქრები ბელგიელ ხალხთან არის. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ მათ და ვგმობთ ამ აგრესიულ თავდასხმებს უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია ჩვენი მეგობარი და მოკავშირე ბელგიის დასახმარებლად. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმის, რომ მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, მიუხედავად ჩვენი ეროვნებისა, რასისა და რწმენისა, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ შეგვიძლია და დავამარცხებთ მათ, ვინც ემუქრება მსოფლიოს გარეშემო ხალხების უსაფრთხოებას", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბელგიელი ხალხისადმი მიმართვაში.