loader

"43 200-ჯერ გამაუპატიურეს" - ძალადობის მსხვერპლის შემზარავი ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"43 200-ჯერ გამაუპატიურეს" - ძალადობის მსხვერპლის შემზარავი ისტორია

CNN-ი ტელემაყურებელს მექსიკელ კარლა იაკინტოს აცნობს, რომელიც 4 წლის მანძილზე ძალადობის მსხვერპლი იყო. კარლას ისტორიამ კიდევ ერთხელ დაანახა ამერიკას ის პრობლემა, რომელიც მექსიკასა და აშშ-ში ჯერ კიდევ გადაუჭრელია - ადამიანებით ვაჭრობამ ათეულათასობით მექსიკელი გოგონას ცხოვრება სამუდამოდ დაანგრია.

წლების მანძილზე, ცენტრალურ მექსიკაში მდებარე ქალაქი ტენანკინიო ადამიანებით ვაჭრობის ცენტრად ითვლება. "გაყიდულ" ქალებს პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებენ.

კარლა ჰყვება, რომ 5 წლის ასაკიდან სექსუალურ ძალადობას მასზე ნათესავი ახორციელებდა. 12 წლის ასაკში კი ტრეფიკიორმა მიიტყუა, მასთან სამი თვე აცხოვრა სახლში და მაშინ, როცა გოგონას ეგონა, რომ საკუთარ მომავალს შეხვდა და ბედნიერად იცხოვრებდა, 10 წლით უფროსმა მამაკაცმა გამოუცხადა, რომ მას ამიერიდან კლიენტების მომსახურება მოუწევდა. მას შემდეგ კარლამ 4 ჯოჯოხეთური წელი გაატარა ტყვეობაში. კლიენტების იძულებით მომსახურებას დილის 10 საათიდან იწყებდა და შუაღამისას ასრულებდა. კვირაში 7 დღე, დღეში საშუალოდ 30 კლიენტს ემსახურებოდა.

კარლა მეხიკოში ჩატარებული ანტიტრეფიკინგული ოპერაციის დროს, 2006 წელს გაათავისუფლეს. მან ტყვეობაში შვილის გაჩენაც მოასწრო - 15 წლის ასაკში გოგონა გაუჩნდა. ახლა კარლა 23 წლისაა. მონაწილეობს კონფერენციებში ძალადობისა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ. თავისი ტრაგიკული ისტორიის შესახებ მან ივლისში რომის პაპთან შეხვედრაზეც ისაუბრა, მაისში კი აშშ-ის კონგრესში გამოვიდა სიტყვით. ძალადობის მსხვერპლის მთავარი სათქმელი ახლა ისაა, რომ ადამიანებით ვაჭრობა და პროსტიტუცია ყოველდღიურად ხდება და მსოფლიომ პრობლემაზე თვალი არ უნდა დახუჭოს.