loader

რესტორნის მიმტანმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონას საჭმელი საკუთარი ხელით აჭამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რესტორნის მიმტანმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონას საჭმელი საკუთარი ხელით აჭამა

ერთი ჩვეულებრივი მიმტანისთვის, რიჯ კვარლისთვის გოგონა მორიგი კლიენტი იყო, რომლის ვინაობა მან არც ახლა იცის, თუმცა ამას ბიჭისთვის ხელი არ შეუშლია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას ჭამაში დახმარებოდა. როგორც ჩანს, სწარფი კვების რესტორანი Qdoba შშმ გოგონას საყვარელი ადგილია, მაგრამ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან რთული გზის გავლა უწევს მას, რომ ამ ადგილას ჭამა მოახერხოს.

რიჯი Qdoba-ში უკვე 5 წელია მუშაობს და ამ დროის განმავლობაში უამრავ კლიენტს მოემსახურა, მაგრამ იგი განცვიფრებული დარჩა, როდესაც გოგონამ სთხოვა, რომ ჭამაში დახმარებოდა. მართალია, ეს ძალიან უცნაური თხოვნა იყო, მაგრამ რიჯი მიხვდა, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, გოგონას სხვა არავინ დაეხმარებოდა. მიმტანი ბიჭის საოცრად ადამიანური საქციელი იქვე მყოფმა ექიმმა დევიდ ჯონსმა მობილურით გადაიღო.