loader

გიტარა, რომელზეც ჯორჯ ჰარისონი და ჯონ ლენონი უკრავდნენ, აუქციონზე გაიტანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიტარა, რომელზეც ჯორჯ ჰარისონი და ჯონ ლენონი უკრავდნენ, აუქციონზე გაიტანეს

ისტორიულ გიტარას, რომელზეც ჯონ ლენონი და ჯორჯ ჰარისონი უკრავდნენ, ნიუ იორკში, ჰარდ როკ-კაფეში აუქციონზე გასაყიდად გამოიტანენ. გიტარის საწყისი ფასი 300 ათასი დოლარია.

"ეს გიტარა 1966 წელს საგანგებოდ ჯონ ლენონისთვის დამზადდა. მასზე ლენონი და ჰარისონი უკრავდნენ. ერთ-ერთი კონცერტის რეპეტიციაზე ელვის პრესლიმაც სცადა მასზე დაკვრა, მაგრამ ისეთი მძიმეა, რომ კინაღამ დაუვარდა," - ამბობს "ჟულიენის" აუქციონის წარმომადგენელი მარტინ ჯეი ნოლანი.

აუქციონზე, ლენონის გიტარის გარდა, მაიკლ ჯექსონის ქურთუკსაც გამოიტანენ. სწორედ ეს ქურთუკი ეცვა ჯექსონს ნელსონ მანდელასთან შეხვედრისას.