loader

ანჯელინა ჯოლის თავის დაბერების გამო აკრიტიკებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანჯელინა ჯოლის თავის დაბერების გამო აკრიტიკებენ

ჰოლივუდის ვარსკვლავს, ანჯელინა ჯოლის ყველაფერი აქვს - ყველა ქალისთვის საოცნებო ბრედ პიტი, უსაყვარლესი ბავშვები, მაღალი ჰონორარი, პოპულარობა, მაგრამ მოდის კრიტიკოსები და ჟურნალისტები თვლიან, რომ მსახიობს გემოვნებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.

ამჯერად ვარსკვლავი თმის ფერის და ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს. ვიზაჟისტების აზრით, მსახიობს ახლად შერჩეული თმის ფერი აბერებს და ხიბლს უკარგავს. ის ჩაცმულობა კი, რომლითაც ლონდონში ოფიციალურ მიღებაზე გამოცხადდა, სტილისტების აზრით, მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალის გარდერობს არ შეეფერებოდა.

რამდენიმე დღის წინ მსახიობი ლონდონში, დიდი რვიანის სამიტს ესტუმრა, სადაც სიტყვით გამოვიდა და მსოფლიო ლიდერებს ომის იარაღად სექსუალური ძალადობის გამოყენების აღკვეთისკენ და ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციისკენ მოუწოდა. შეხვედრის ფორმალურობიდან გამომდინარე, ანჯელინა ჯოლი საკმაოდ "მოკრძალებულად" გამოიყურებოდა: შავი ფერის კაბა და ლაბადა, მარგალიტის ყელსაბამი, მინიმალური მაკიაჟი და თმის ფერი, რომელიც სტილისტების აზრით, მსახიობს მინიმუმ 10 წლით აბერებს.

როგორც ჩანს, დასავლელი ჟურნალისტები არაფრად აგდებენ გაეროს კეთილი ნების ელჩის ქველმოქმედ იმიჯს და კვლავ მის სექსუალურ გარეგნობას ამჯობინებენ.

ასევე იხილეთ:

ანჯელინა ჯოლიმ ავღანეთში სკოლის გასახსნელად სამკაულების კოლექცია გაყიდა

ანჯელინა ჯოლიმ სირიელ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, საუბრისას იტირა