loader

იაპონიამ შეიარაღებული ძალები მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონიამ შეიარაღებული ძალები მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანა

იაპონიამ საჰაერო თავდაცვის სისტემები და შეიარაღებული ძალები მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანა. ეს ნაბიჯი მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებას, გამოეცადა შორს მოქმედი რაკეტები.

იაპონიის საზღვაო ხომალდი ამჟამად ოკინავასკენ მიემართება. მასზე "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემა იმყოფება.

ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტა ოკინავას კუნძულებზე გადაიფრენს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:
"ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შეერთებულ შტატებთან, სამხრეთ კორეასთან, ჩინეთთან, რუსეთთან და სხვა მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა მოვუწოდოთ ჩრდილოეთ კორეას, უარი თქვას დაგეგმილი რაკეტის გაშვებაზე".

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ რაკეტას 10 და 22 დეკემბრამდე გაუშვებს, რათა სატელიტი ორბიტაზე გაიყვანოს.

euronews.net