loader

ვინ გახდება ოქროს მონეტის მფლობელი? - ახალი შესაძლებლობა წიგნის მოყვარულებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ გახდება ოქროს მონეტის მფლობელი? - ახალი შესაძლებლობა წიგნის მოყვარულებისთვის

უნიკალური წიგნ-ალბომის წარდგენა კლასიკური მუსიკის ფონზე, ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენა და პირველი მონეტის ასლით დასაჩუქრებული სტუმრები - ეს ეროვნულ მუზეუმში გამართული პრეზენტაციაა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება ახალ პროექტს გაეცნო. "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" - ასეთია პროექტის სახელწოდება, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის, „გამომცემლობა პალიტრა L"- ისა და "კვირის პალიტრის"’ მიერ განხორციელდა.  წიგნ-ალბომი უკვე გაყიდვაშია და თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სახლში, საკუთარ თაროზე, უნიკალურ ალბომში თავმოყრილი მონეტები განათავსოს, რომლებიც სხვადასხვა საუკუნეში საქართველოში ფულის ერთეულს წარმოადგენდა. ერთგულ მომხმარებელს, რომელიც უნიკალური კოლექციის შეგროვებას გააგრძელებს, შესაძლებლობა ექნება, ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი გახდეს.

ავტორები: ლაშა სამადალაშვილი და თამარ კორკოტაშვილი