X
პოზიტიური ცვლილებები ნაძალადევის რაიონში - ეს საინტერესოა!
10:17 / 30-06-2016
მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია, დაგებული გზები, მოსახლეობისთვის გაუმჯობესებული საცხოვრებელი გარემო, ათასობით ადამიანისთვის გაწეული სოციალური დახმარება, სკვერები, მოედნები, სტადიონები, მედიათეკა.

ზაზა გაბუნიას გამგებლობის პერიოდში (2014-2016 წწ.) ნაძალადევის რაიონში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი:


საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაობი ჩატარდა 120 მისამართზე და ასფალტის საფარი მოწესრიგდა 200 000-მდე კვადრატულ მეტრზე, მათ შორის ურთულესი რელიეფის მქონე ქუჩებზე, სადაც 40-50 წლის მანძილზე არ განხორციელებულა სამუშაოები.

ეს ქუჩები საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო პრაქტიკულად მოწყვეტილი იყო ქალაქს;
400-მდე ამხანაგობაში მცხოვრებ ათასობით მოქალაქეს გაუუმჯობესდა საცხოვრებელი გარემო;
მოწესრიგდა და საცხოვრებელი პირობები შეიქმნა ე.წ. არაშენდაში, რომელიც წლების მანძილზე დაუმთავრებელი და გავერანებული მშენებლობის სიმბოლო იყო თბილისში, ისევე როგორც ყოფილი ნევროლოგიის ინსტიტუტის შენობაში გუდამაყრის ქუჩაზე;
მოხდა რთულ სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების კომპაქტური ჩასახლებების ელექტროფიცირება და გაზიფიცირება, რასაც ისინი ათეულობით წლის მანძილზე ელოდნენ;
ასევე განხორციელდა რაიონში მცხოვრები 295 ოჯახის გაზიფიცირება;
60 000-მდე ადამიანს გაეწია სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება, რაც მინიმუმ 4-ჯერ აღემატება წინა წლების მაჩვენებელს;
აღდგა და მოწესრიგდა 30-ზე მეტი სპორტული მოედანი;
განხორციელდა ავტოსადგომებად ქცეული სკვერების განახლება და აღდგენა-რეაბილიტაცია; ნაძალადევში მოეწყო საქართველოში პირველი შშმ პირებისათვის ადაპტირებული სათამაშო მოედანი;
70 მისამართზე მოწესრიგდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის დასასვენებლი კუთხე;
დაირგო რამდენიმე ათასი სხვადასხვა ჯიშის ნერგი. მათ მოვლა-პატრონობაზე მზრუნველობა ამხანაგობებს აქვთ აღებული;
დაიწყო რაიონში არსებული მეწყერსაშიში ზონების გეოლოგიურ კვლევით საკითხებზე მუშაობა;
ამა წლის ზაფხულში იწყება მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა აუზებით, კრივისა და ჭიდაობის დარბაზებით, სადაც ყველა ფენის მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გარემო იქნება;
ავტორიტეტულ ხალხურ ანსამბლებთან თანამშრომლობის გზით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა უფასოდ დაეუფლონ ქართულ ფოლკლორულ ხელოვნებას და ქალაქურ მუსიკას
ჩატარდა ათობით სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება, რამაც გამოაცოცხლა და დინამიკა შესძინა ნაძალადევის რაიონის ცხოვრებას;
გაიოლდა გამგეობასთან მოქალაქის კომუნიკაცია, ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი საბჭოები, რისი საშუალებითაც მოსახლეობას რაიონში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებში მონაწილეობის საშუალება აქვთ.

R
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ბიჭმა შეყვარებულს ისეთი რამ გაუკეთა, რაც თქვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაიმეოროთ
ნახეთ, რას იპარავდა გოგო მაღაზიიდან - მისმა  საქციელმა მამაკაცები "გააგიჟა"
შეიარაღებული ქართველების დაკავების კადრები კიევში
გურჯაანელი კაცის "შტოფის" თანხლებით შესრულებული სიმღერა სიყვარულზე
ნახეთ, როგორ მოექცა ბიჭი მოღალატე შეყვარებულს
როგორ გადაარჩინა სასკოლო ავტობუსის მძღოლმა 29 მოსწავლე ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან - კადრები შემთხვევის ადგილიდან
შემზარავი კადრები მესტიიდან, სადაც ძაღლებს ერთმანეთი დააჭმევინეს: "დაგლიჯე, ბოლომდე, მიდი, ეცი..." (+18)
Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეო ხალხს შოკში აგდებს: გაცოცხლებული თოჯინა და მოძრავი ავეჯი