loader

რამდენი დეპუტატი დარჩა "ნაცმოძრაობას" პარლამენტში დაშლის შემდეგ [ვიდეოგრაფიკა] - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი დეპუტატი დარჩა "ნაცმოძრაობას" პარლამენტში დაშლის შემდეგ [ვიდეოგრაფიკა]

ნიკა მელიას ხელმძღვანელობით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ფორმირების საკითხი დეპუტატ აზერ სულეიმანოვის პოზიციასა და გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩებიან ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. უმცირესობიდან ყველა დანარჩენმა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად პარტია დატოვა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ დრომდე გარკვეული არ არის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმცირესობის წევრი აზერ სულეიმანოვი. თუკი ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩება, ამ შემთხვევაში პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ფრაქციით იქნება წარმოდგენილი, სხვა შემთხვევაში, მას ფრაქცია არ ექნება.

გრაფიკა: გიო კუსიანი