loader

პირველი კადრები მეტროდან: რა ხდებოდა ვაგონში, როდესაც მატარებელი გვირაბში გაიჭედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები მეტროდან: რა ხდებოდა ვაგონში, როდესაც მატარებელი გვირაბში გაიჭედა

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს 3 სადგურზე შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო მეტროს სადგური "სამგორი" მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
"მეტროს სადგური "სამგორი" საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. 09:55 საათიდან პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობენ ზონურად, კერძოდ, "ახმეტელის თეატრიდან" "300 არაგველამდე". ადგილზე მობილიზებულები არიან სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ხარვეზის აღმოსაფხვრელად", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.

გოგა თირქიას ვიდეო Palitratv.ge-სთვის