loader

რამდენი "მარშრუტკის" მძღოლი ჯარიმდება ყოველდღიურად თბილისში იმის გამო, რასაც ამ ვიდეოში ნახავთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი "მარშრუტკის" მძღოლი ჯარიმდება ყოველდღიურად თბილისში იმის გამო, რასაც ამ ვიდეოში ნახავთ

რამდენიმე დღის წინ PALITRATV.GE-მ გაავრცელა ვიდეო, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ მიკროავტობუსში არსებულ სიტუაციას ასახავს. კადრებში კარგად ჩანს პიკის საათის დროს მგზავრებით "გადაჭედილი" ყვითელი "მარშრუტკა". ამ საკითხზე კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს მიმართა, "მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადატვირთულ მიკროავტობუსში ასვლისგან". ასევე, განცხადებაში განმარტეს, რომ "ყველა იმ მძღოლის მიმართ, რომელიც დაუშვებს მის მიერ მართვად სამარშრუტო ტაქსიში ზედმეტი მგზავრის აყვანას, გატარდება მკაცრი ადმინისტრაციული ზომები კომპანიის მონიტორინგის სამსახურის მიერ".

ნახეთ სტატია ამ თემაზე| "როცა მგზავრი ადის გატენილ მიკროავტობუსში, მძღოლმა რა ქნას?" - რატომ ვერ გვარდება თბილისში გადაჭედილი "მარშრუტკების" პრობლემა

ავტორები: თეა ბეჟიტაშვილი, გიორგი კუსიანი