loader

ეკლესიის სახურავზე უფესვოდ ამოსული 17 ხე და მაკურნებელი წყარო - ქალწულმოწამე თეოდორას ახდენილი ნატვრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკლესიის სახურავზე უფესვოდ ამოსული 17 ხე და მაკურნებელი წყარო - ქალწულმოწამე თეოდორას ახდენილი ნატვრა

საბერძნეთში, არკადიას სოფელ ვაცაში წმინდა ქალწულმოწამე თეოდორას სახელობის ტაძარს უამრავი მორწმუნე სტუმრობს. ეკლესიის სახურავზე უფესვოდ 17 ხეა ამოსული, ტაძრის ძირიდან კი მაკურნებელი წყარო გამოედინება.

ქალწულმოწამე თეოდორა მეათე საუკუნეში პელოპონესში ცხოვრობდა და მან ბავშვობიდანვე უფალს მიუძღვნა თავი. მისი წამების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, მამათა მონასტერში ბერად წავიდა და ყველა მამაკაცად იცნობდა. მოგვიანებით, ერთმა ქალმა ცილი დასწამა, თითქოს მისგან დაფეხმძიმდა. ამის გამო თეოდორა სიკვდილით დასაჯეს.

გადმოცემის თანახმად, წმინდა ქალწულმოწამემ სიკვდილის წინ ინატრა: მისი სხეული ეკლესიად ქცეულიყო, თმა - ხეებად და სისხლი - წყლად. წმინდა ქალწულმოწამე თეოდორას ხსენებას ეკლესია 11 სექტემბერს აღნიშნავს.

ავტორი: ეკა ბახუტაშვილი