loader

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე

ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე გაიმართა. სადღესასწაულო ცერემონია წუთიერი დუმილით დაიწყო, რითაც პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას. 26 მაისის დღესასწაული იქ შეკრებილებს მიულოცეს თავდაცვის მინისტრმა, გენ შტაბის უფროსმა და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებმა. ცერემოანიას სხვებთან ერთად ესწრებოდნენ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, აგვისტოს ომში და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ჯარისკაცების შვილები, დიპ. კორპუსი და რიგითი მოქალაქეები. ფიცის დადების ფერემონიის შემდეგ მოეწყო საპატიო ყარაულის საჩვენებელი გამოსვლა. მოგვიანებით თბილისს სამხედრო თვითმფრინავებმა და ვერტმფრენებმა გადაუფრინეს.

ასევე იხილეთ:

სამხედრო ფიცის დადების ამაღელვებელი კადრები ქუთაისიდან

ჩვენ უნდა ვისწავლოთ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრება - ბიძინა ივანიშვილი

ვულოცავ განსაკუთრებით იმ ვაჟკაცებს, ვინც დღეს საზეიმო ფიცი დადო - ირაკლი ალასანია