loader

დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში უკიდურესად რთული მდგომარეობაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში უკიდურესად რთული მდგომარეობაა

ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც "პალიტრატვს" კვლევის ავტორმა, ლაშა გოგიძემ განუცხადა, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, რომლებიც მათ ნახეს, ძირითადად ნესტთან დაკავშირებული პრობლემებია; წვიმის შედეგად წყალი შენობებში აღწევს, არ არის დრენაჟის სისტემა, პრობლემებია საკანალიზაციო სისტემაში. მისი თქმით, ჩანს სამშენებლო მასალების დაბალი ხარისხი და სარემონტო სამუშაოების დაბალი ხარისხი.

პრობლემაა წყლის, გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და პრივატიზაციის საკითხი აწუხებთ დევნილებს.
მისივე თქმით, კვლევა დასავლეთ საქართველოში, 22 ობიექტში ჩაატარეს. აქედან 5 ობიექტი კარგ მდგომარეობაში იყო, 9 მისაღებ მდგომარეობაში, თუმცა რიგი პრობლემები იკვეთებოდა, 8 კოლექტიური ცენტრი კი ცუდ მდგომარეობაში იყო.

აგვისტოს ომის შემდგომ საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა და სახელმწიფო ბიუჯეტმა დევნილთა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციისათვის მილიონობით თანხები გამოყო.