loader

ვასილ მაღლაფერიძის ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით - რა შეიცვალა 6 წუთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვასილ მაღლაფერიძის ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით - რა შეიცვალა 6 წუთში

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც საზოგადოებას ტელევიზიის განვითარების ხედვა წარუდგინა.
მაღლაფერიძემ ერთ შემთხვევაში აღნიშნა, რომ "კრიზისიდან ერთ-ერთი გამოსავალი საინფორმაციოს გარდა, მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერებაა", ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ, იმავე თემაზე საუბრისას დასძინა: "საჭიროა ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას და არ აქვს ამ ტელევიზიას და ამისთვის საჭიროა, 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა".