loader

"უკრაინული რევოლუცია" სკანდალურ აუდიოს აქვეყნებს: "ადეიშვილი და გვარამია 3-მილიონიან ქრთამს აძლევენ მოსამართლეებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკრაინული რევოლუცია" სკანდალურ აუდიოს აქვეყნებს: "ადეიშვილი და გვარამია 3-მილიონიან ქრთამს აძლევენ მოსამართლეებს"

თემის განახლება| ნიკა გვარამიას საგანგებო პრესკონფერენცია დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით

ინტერნეტში, ვებგვერდზე "Українська революція" საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც, სავარაუდოდ, ადეიშვილსა და გვარამიას შორის სატელეფონო საუბარია წარმოდგენილი. ვებგვერდმა ფაილი შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა - "Скандал. (Аудио) Адеишвили и Гварамия дают взятку в 3 миллиона доллара судьям!" ("სკანდალი: ადეიშვილი და გვარამია 3-მილიონიან ქრთამს აძლევენ მოსამართლეებს").
ჩანაწერების ავთენტურობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამავე ვებგვერდმა გამოაქვეყნა მიმოწერის "სქრინები", რომელშიც საიტის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილსა და დავით საყვარელიძეს შორის მიმოწერაა წარმოდგენილი.