loader

ტრაგედია ბათუმში, რომელმაც წუხელ საქართველო შეძრა: გაყინული დედა-შვილის ისტორიის ახალი ვერსიები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ბათუმში, რომელმაც წუხელ საქართველო შეძრა: გაყინული დედა-შვილის ისტორიის ახალი ვერსიები

ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილი ექსპერტიზაზე გვიან ღამით გადაასვენეს. ინასარიძის 14 ნომერში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები სამი სააათის განმავლობაში მუშაობდნენ. მეზობლები და ნათესავები გარდაცვალების სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. ერთ-ერთი ვერსია გაყინვაა, თუმცა ისინი ასევე აცხადებენ, რომ 50 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მძიმე ავადმყოფი იყო 75 წლის ქალბატონიც. დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ საღამოს იპოვეს. ოჯახის წევრები მეზობლებს 4-5 დღის განმავლობაში არ უნახავთ, რის გამოც მათ სამაშველო სამსახურში დარეკეს. მაშველებს კარი შიგნიდან დახვდათ ჩაკეტილი, ბინაში შესულებმა კი ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.