loader

სექსუალური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სექსუალური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 1974 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული ი.მ. გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის, ასევე, სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების მუქარითა და შანტაჟით მოქალაქეს ფულს სძალავდნენ და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.
გამოძიება გამოძალვის, სქესობრივი კავშირის იძულების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გატაცების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით).