loader

ძლიერი ავარია რუსთაველზე: დაღუპულია ახალგაზრდა გოგონა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი ავარია რუსთაველზე: დაღუპულია ახალგაზრდა გოგონა

რუსთაველის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა. არიან დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

თვითმხილველთა განცხადებით, ავარია "ემ-ელ"-ის მარკის ავტომობილის მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო რუსთაველის გამზირი ამ დრომდე გადაკეტილია.

კადრები გადაღებულია სამოყვარულო კამერით. მცირე ტექნიკური ხარვეზისთვის ბოდიშს გიხდით.

ავტორი: ნიკა საჯაია