loader

ვისაც გაინტერესებთ, რა თქვა ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ტრამპმა ინაუგურაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვისაც გაინტერესებთ, რა თქვა ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ტრამპმა ინაუგურაციაზე

ჩვენ ხელისუფლებას ხალხს გადავცემთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ-სა და მსოფლიოს განვითარების კურსს გრძელვადიანი პერსპექტივით განსაზღვრავს და ძალაუფლებას ვაშინგტონისგან ხალხს გადასცემს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ სხვა ქვეყნებთან მეგობრობის გზებს მოძებნის, მაგრამ აშშ უფლებას დაიტოვებს, საკუთარი ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს. მისივე განცხადებით, აშშ სხვა ქვეყნებს თავზე არ მოახვევს საკუთარი ცხოვრების წესს, მაგრამ შეეცდება სამაგალითო იყოს მათთვის.

სიტყვით გამოსვლისას ის ასევე შეეხო რადიკალური ისლამური ტერორიზმის საკითხს. "ჩვენ სრულად აღმოვფხვრით რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიშვნელოვანია არა ის, თუ რომელი პარტია აკონტროლებს ჩვენს მთავრობას, არამედ ის, რომ ხალხი აკონტროლებს მთავრობას.

მისი თქმით, დღევანდელი დღე ხალხისაა და ეს ზეიმიც მათ ეკუთვნით. ტრამპის განცხადებით, ამ დღეს დაიმახსოვრებენ როგორც იმ დღეს, როდესაც ხალხი კვლავ გახდა ამერიკის მმართველი.

"ამ ქვეყნის დავიწყებული კაცები და ქალები აწი არ იქნებიან დავიწყებულნი. თქვენ ახლა ყველა გისმენთ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკა სხვა ქვეყნების საზღვრებს იცავდა, ხოლო ამ დროს უარი თქვა თავისი ქვეყნის საზღვრების დაცვაზე. "ჩვენ ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ საზღვარგარეთ მაშინ, როდესაც ამერიკის ინფრასტრუქტურა ჩამოიშალა. ჩვენ სხვა ქვეყნები გავამდიდრეთ მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, სიძლიერე და თავდაჯერებულობა გაიფანტა", - აღნიშნა მან.

Trump inauguration: key moments