loader

ლაგოდეხში პოლიციელმა დაჭრა მოქალაქე, რომელმაც მის მეუღლეს სმს გაუგზავნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაგოდეხში პოლიციელმა დაჭრა მოქალაქე, რომელმაც მის მეუღლეს სმს გაუგზავნა

ლაგოდეხში, ერთ-ერთ რესტორანში პოლიციელმა მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომლის მიზეზიც, სავარაუდოდ, მოქალაქის მხრიდან პოლიციელის მეუღლისათვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება გახდა. დაჭრილი მოქალაქე გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი დაპატიმრებულია. ამ დროისათვის ის სამართალდამცავთა რიგებში აღარ ირიცხება. საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.