loader

რა რეაქცია ჰქონდათ ესპანეთის მეფესა და ულამაზეს დედოფალს "მრავალჟამიერის" მოსმენისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა რეაქცია ჰქონდათ ესპანეთის მეფესა და ულამაზეს დედოფალს "მრავალჟამიერის" მოსმენისას

საქართველო მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, - პირველად გამოფენის ისტორიაში, ქართულ საგამოფენო სივრცეს დღეს ესპანეთის მეფე ფელიპე VI დედოფალ ლეტიციასთან ერთად ესტუმრა. ესპანეთის მეფეს და დედოფალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა და საქართველოს კურორტების, ტურისტული პოტენციალისა და ქვეყანაში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სამეფო ოჯახი საქართველოს შესახებ მომზადებულ კლიპს გაეცნო და ქართული პოლიფონიური მუსიკით დაინტერესდა. მეფემ საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა. გიორგი კვირიკაშვილმა ესპანეთის მეფე და დედოფალი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღების აღსანიშნავ ღონისძიებებზე, საქართველოში მოიწვია. მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე, ქართულ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილნი არიან ტურისტული კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო მოგზაურებს საქართველოში სხვადასხვა სერვისსა და ტურისტულ პროდუქტს სთავაზობენ. ქართულ საგამოფენო სივრცეს, ესპანეთის სამეფო ოჯახთან ერთად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი სტუმრობდა.