loader

პარლამენტთან მეანაბრეები "ქართული ოცნების" "ჰიმნს" მღერიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან მეანაბრეები "ქართული ოცნების" "ჰიმნს" მღერიან

თბილისში, პარლამენტის შენობასთან საფინანსო კომპანია "საქართველოს" მეანაბრეებმა სიმღერა დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ პარლამენტისგან, გადადგას საკანონმდებლო ორგანომ ქმედითი ნაბიჯები, რათა მათი პრობლემები მოგვარდეს და მოხდეს კუთვნილი თანხების დაბრუნება.
საფინანსო კომპანია "საქართველოს" მეანაბრეების აქციას პარლამენტის შენობასთან პერფორმანსის სახე აქვს. მომიტინგეებს მიტანილი აქვთ ჩემოდნები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი ნიშნად იმისა, რომ "მათი საქართველო აქ არის".
ამასთან, პარლამენტის შენობასთან კვლავ აგრძელებს შიმშილობას საფინანსო კომპანია "საქართველოს" ერთ-ერთი მეანაბრე. ის უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს.