loader

შსს-მ ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი ჩაატარა - დაკავებულია 64 ადამიანი 2 დღეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი ჩაატარა - დაკავებულია 64 ადამიანი 2 დღეში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 16-17 იანვარს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) - 63 ფაქტი; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (სსკ-ის 117-ე მუხლი) – 1 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) – 15 ფაქტი; ქურდობის მცდელობის (სსკ-ის 19-177-ე მუხლი) – 1 ფაქტი; ოჯახში ძალადობის (სსკ-ის 126-პრიმა მუხლი) - 3 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) – 4 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 19 ფაქტი; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების (სსკ-ის 265-ე მუხლი) – 2 ფაქტი; ხულიგნობის (სსკ-ის 239-ე მუხლი) – 2 ფაქტი. საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1088 შემთხვევა, მათ შორის: დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) - 24 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181-პრიმა მუხლი) – 43 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 45 ფაქტი.
ასევე, საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 5 ავტომატი, 9 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 7 შაშხანა, 5 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 სანადირო თოფი, 1 საფანტის პისტოლეტი, 18 ხელყუმბარა, 3 ყუმბარმტყორცნის ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვადასხვა კალიბრის 2858 საბრძოლო ვაზნა. სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
საპოლიციო კონტროლის დროს, პოლიციამ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 42 პირი დააკავა.