loader

ავარია ყაზბეგის გამზირზე - დაშავდა 3 ადამიანი და დაზიანდა 4 ავტომობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია ყაზბეგის გამზირზე - დაშავდა 3 ადამიანი და დაზიანდა 4 ავტომობილი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყაზბეგის გამზირზე სამი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ასევე ოთხი ავტომობილი. დაშავებულები კლინიკებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლის დაუდევრობას მოჰყვა. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.