loader

სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა - ადვოკატის ინფორმაციით, 70-მდე პატიმარი შიმშილობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა - ადვოკატის ინფორმაციით, 70-მდე პატიმარი შიმშილობს

სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებაში 70-მდე პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" ადვოკატმა კახაბერ შინჯიაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა შიმშილობა ერთ-ერთი პატიმრის - კახა ბასილაძის გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს. ადვოკატის თქმით, მსჯავრდებული ტუბერკულიოზით იყო დაავადებული და მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. მისივე განმარტებით, ავადმყოფი საკანში ჯანმრთელ პატიმართან ერთად ჰყავდათ განთავსებული. თავად მოშიმშილე პატიმრები მომხდარში ადმინისტრაციასა და მედპერსონალს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ შიმშილობის აქციით ციხის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ. განსხვავებულია სასჯელაღსრულების სამინისტროს პოზიცია, სადაც აცხადებენ რომ პატიმარს, რომელიც სასჯელს 2013 წლის აგვისტოდან იხდიდა, დაწესებულებაში შესვლისთანავე არაერთი სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა სხვადასხვა სახის დაავადებები და შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. ამასთან სამინისტრო მე-6 დაწესებულებაში პატიმრების შიმშილობას უარყოფს.