loader

" გადავწყვიტე პირადად მეყურებინა, როგორ მოკლავდნენ დედაჩემს" - მოკლულის ქალიშვილის სკანდალური აღიარება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

" გადავწყვიტე პირადად მეყურებინა, როგორ მოკლავდნენ დედაჩემს" - მოკლულის ქალიშვილის სკანდალური აღიარება

76 წლის დედის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი თავს წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სრულად ცნობს. მოკლულის შვილმა სკანდალურ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას შეეძლო საერთოდ არ ეყურებინა საკუთარი დედის მკვლელობისთვის, თუმცა თავადვე გადაწყვიტა, რომ პირადად ენახა, თუ როგორ მოკლავდნენ მის მშობელს. ყოჩიაშვილი აცხადებს, რომ მკვლელობის ყურებით მან ქიმია-ფიზიკის განხრით გარკვეული გამოცდილება მიიღო და ამ კუთხით გადატრიალების მოხდენას აპირებს. ბრალდებული ამბობს, რომ ამ საკითხებზე ის წიგნსაც გამოსცემს.

დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი ნოემბერში დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის - ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა - ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი, საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს. ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი - შეჭამა.