loader

"ირმა ჩემი ტერორის ქვეშ იყო, ის ჩემი მსხვერპლია" - რა ითქვა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი "კანიბალიზმის საქმის" პროცესზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ირმა ჩემი ტერორის ქვეშ იყო, ის ჩემი მსხვერპლია" - რა ითქვა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი "კანიბალიზმის საქმის" პროცესზე

ირმა ყოჩიაშვილი ჩემი ფსიქიკური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა, მას თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი, - ამის შესახებ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმის კიდევ ერთ ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილს, რომელიც მოკლული 77 წლის ქალის შვილია, არ ჩაუდენია დანაშაული, რომელსაც გამოძიება ედავება.

შენგელიამ აღნიშნა ისიც, რომ მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ მყოფ ირმა ყოჩიაშვილს სოლიდური თანხა გამოსძალა. მან სასამართლოს მიმართა, ყოჩიაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა შეისწავლონ.