loader

შეიარაღებული ქართველების დაკავების კადრები კიევში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიარაღებული ქართველების დაკავების კადრები კიევში

კიევის ცენტრში პატრულირებისას სამართალდამცველებმა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანა „Mercedes ML с“ გააჩერეს. „ვესტი უკრაინის“ ინფორმაციით, აღწერილობით ავტომანქანა მძარცველის ავტომანქანას ემთხვეოდა. ზედაპირული დათვალიერების შედეგად მძღოლს, საქართველოს მოქალაქეს, ორი ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა: „გლოკი“ და „სტეჩკინი“ საბრძოლო ვაზნებთან ერთად.
ავტომანქანაში მყოფმა ერთ-ერთმა მამაკაცმა, თემურ მახაურმა ჩეჩნეთის შეიხ მანსურას სახელობის ბატალიონის მოწმობა წარმოადგინა. აღნიშნული მოწმობა გამოწერილია უკრაინულ ენაზე. მისი თქმით, ის არის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონის მოხალისე მზვერავი, რომელიც ბაზირებულია ანტიტერორისტული ოპერაციების ზონის „ემ“ სექტორში.