loader

გვიან ღამით თბილისში, ძლიერ ხანძარს 13 სახანძრო ბრიგადა აქრობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გვიან ღამით თბილისში, ძლიერ ხანძარს 13 სახანძრო ბრიგადა აქრობდა

თბილისში, ქიქოძის 6 ნომერში, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი გვიან ღამით შენობის მეოთხე სართულზე, სასხვენო გადახურვაში გაჩნდა და მესამე სართულზეც გავრცელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ოთახი ნაწილობრივ დაიწვა. ადგილზე 13 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის ლიკვიდაცია დილის 5 საათზე მოხდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.