loader

რას პასუხობს კაკულია გოცირიძეს, რომელმაც "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებას მოღალატეობრივი უწოდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას პასუხობს კაკულია გოცირიძეს, რომელმაც "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებას მოღალატეობრივი უწოდა?

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას აზრით, საქართველომ "გაზპრომთან" დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაიცვა და ის მიღწეული შეთანხმების დრამატიზირების საფუძველს ვერ ხედავს.
დეპუტატი აღნიშნულ საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებასაც გამოეხმაურა და დასძინა, რომ "კრიტიკული საუბარი იმ ხალხისგან, ვინც საერთოდ გასხვისებას აპირებდა ამ ინფრასტრუქტურის, ცოტა გაუგებარია".
რომან გოცირიძის შეფასებით, კომპანია "გაზპრომ-ექსპორტთან" გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილება მოღალატეობრივია და რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ზეწოლის წინაშე კაპიტულაციაა.