loader

ნიკა გვარამიაზე თავდასხმის შემდეგ გადაღებული 4 ფოტო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა გვარამიაზე თავდასხმის შემდეგ გადაღებული 4 ფოტო

თემის განახლება| ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ”ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, თავდასხმა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
"შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. მაშინვე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს", - წერს ნიკა გვარამია.

შემთხვევის შემდეგ გადაღებულ ფოტოებს Rustavi2.com ავრცელებს.