loader

როგორ გამოიყურება სტამბოლის ტერაქტის ავტორი - პოლიცია ვიდეოს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება სტამბოლის ტერაქტის ავტორი - პოლიცია ვიდეოს ავრცელებს

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ფოტო და ორი ვიდეო გაავრცელა. " როიტერსის" ცნობით, ე.წ. სელფი ვიდეო სტამბოლში ტაქსიმის მოედანზეა გადაღებული, მეორე ვიდეოს წარმოშობის შესახებ კი უცნობია, ის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ტერორისტის ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმამდგენლები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი, შესაძლოა, ეთნიკურად უზბეკი ან ყირგიზი იყოს.

სისხლიანი თავდასხმა სტამბოლის ევროპულ ნაწილში, ახალი წლის დადგომიდან ერთი საათში მოხდა. შედეგად დაიღუპა 39 ადამიანი, აქედან 27 უცხოელი იყო. მომხდარზე პასუხისმგელობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ექსტრემისტები აცხადებენ, რომ სირიაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის გამო თურქეთზე შური იძიეს.