loader

სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმული კახა კალაძე თბილისის ქუჩებში - კადრები, რომლებსაც ხშირად ვერ ნახავთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმული კახა კალაძე თბილისის ქუჩებში - კადრები, რომლებსაც ხშირად ვერ ნახავთ

უჩვეულო სანტა მთავრობიდან - ლაპლანდიელი სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმული მინისტრი და მოულოდნელი საჩუქრები პატარებს. როგორია კახა კალაძის წინასაახალწლო განწყობა და მინისტრის უჩვეულო ამპლუა კადრს მიღმა, როგორ ემზადება მინისტრი სანტობისთვის და რა ხდება მის პირად კაბინეტში - კადრები, რომლებსაც ხშირად ვერ ნახავთ. სანტად შენიღბვის შემდეგ კახა კალაძე თბილისის ქუჩებში გავიდა და ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ბავშვებს საუქრები და ტკბილეული გადასცა. მინისტრმა ასევე საქართველოს მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მომავალი წლის გეგმებზე კი საუბარი დაიწყო, თუმცა, მორგებული საახალწლო იმიჯის გამო სერიოზულ თემებზე საუბარი ეუხერხულა.