loader

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ბაზარში - რატომ მივიდნენ პრეზიდენტი და პირველი ლედი აკა სინჯიკაშვილთან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ბაზარში - რატომ მივიდნენ პრეზიდენტი და პირველი ლედი აკა სინჯიკაშვილთან?

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი დღეს ორ საზოგადოებრივ ინიციატივაში ჩაერთნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა აქციას - "იყიდე ქართული" შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში, პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საახალწლოდ, ოჯახისთვის ავლაბრის ბაზარში და სასურსათო მაღაზიაში ქართული წარმოების პროდუქტები და მაღაზია "იმერში", ქუთაისის ფაბრიკაში შეკერილი სამოსი შეიძინეს.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი საზოგადოებას მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას და შეიძინონ ქართული პროდუქცია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი მეორე აქციასაც შეუერთდა. გიორგი მარგველაშვილი ქველმოქმედ აკა სინჯიკაშვილის აქციაშიც ჩაერთო, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის საახალწლო საჩუქრების დარიგებას ითვალისწინებს.
გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, აკა სინჯიკაშვილს სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის საჩუქრები - ჩურჩხელები და ჩიჩილაკები გადასცა.