loader

ვაკეში მამა გიორგი ცნობილაძე დაჭრეს - თვითმხილველების პირველი კომენტარები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაკეში მამა გიორგი ცნობილაძე დაჭრეს - თვითმხილველების პირველი კომენტარები

ვაკეში მამა გიორგი ცნობილაძეს ესროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს. სასულიერი პირს წყნეთის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს.

ერთი პირის დაჭრას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს,მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ვაკეში დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მათი ინფორმაციით, დაჭრილი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში და მას ქვედა კიდურებზე აქვს ჭრილობა მიყენებული.