loader

"აუცილებლად გავუშვებ მაგას" - მეუფე იაკობის მწვავე რეპლიკა პატრიარქის სიძის მისამართით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აუცილებლად გავუშვებ მაგას" - მეუფე იაკობის მწვავე რეპლიკა პატრიარქის სიძის მისამართით

ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსს, სოსო ოხანაშვილს სამსახურიდან აუცილებლად გაუშვებს.
როგორც მეუფემ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შესვლამდე, სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, დაცვა ის ფიგურა არ არის, რომ მასზე ისაუბროს.
"დაცვა ის ფიგურა არ არის, ვიღაც ოხანაშვილი, რომ ვილაპარაკო. მაგას აუცილებლად გავუშვებ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, არის თუ არა დაპირისპირება და მონაწილეობს თუ არა ამაში შორენა თეთრუაშვილი, მეუფე იაკობმა ჟურნალისტები აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად იმასთან გადაამისამართა, "ვინც ამაზე საუბრობს".
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.