loader

ვრცელდება ვიდეო, სადაც სააკაშვილი ზუგდიდელებს გარიგებების შესახებ ესაუბრება - "დიდხანს ვითმინე, ბევრი რაღაც ვიცი..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ვიდეო, სადაც სააკაშვილი ზუგდიდელებს გარიგებების შესახებ ესაუბრება - "დიდხანს ვითმინე, ბევრი რაღაც ვიცი..."

მე საკმარისად დიდხანს ვითმინე, ბევრი რაღაც ვიცი, ვიცი, რა გარიგებებს აქვს ადგილი, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, ”ნაციონალური მოძრაობის” კონფერენციაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მის წინააღმდეგ არაერთი ტყუილი ვრცელდება. მათ შორის არის ის, რომ თავისი ნებით წავიდა უცხოეთში.
”თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მე ჩემი ნებით არ წავსულვარ. ის, რომ მე აქ ბრძოლას ვაგრძელებ, არ ნიშნავს იმას, რომ მე საქართველოში ბრძოლაზე ვამბობ უარს. ამ დროს, ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის როლი მხოლოდ სიმბოლური უნდა იყოს, არის სიცრუე. ჩემმა მტრებმა რუსეთში, მათ შორის, უკრაინაში ეს გაასაღეს ისე, რომ სააკაშვილი მოისროლა საკუთარმა პარტიამ. ამ სიტუაციაში, როდესაც უამრავი ადამიანი გვებრძვის, ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის მხრიდან და მინდა ვთქვა, რომ ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან, რადგან თანამებრძოლად მე ვერ ჩავთვლი ისეთ ადამიანს, რომელიც ამ სიტუაციაში ასეთ რაღაცას მიმართავს. დაფიქსირება იმის, რომ რაღაც რყევებია, რომ სააკაშვილს ახლა აგდებენ, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემზე აქ და ასევე ”ნაციონალურ მოძრაობაზე“. მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ და ვისი თამაშია ეს, ძალიან კარგად ვხვდები. თუ ვინმე ნებით თამაშობს ამ თამაშს, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, ეს არის პირდაპირ, ყველაზე ცუდი თამაში, რაც შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.