loader

რა ტიპის თანამშრომლობას აიძულებენ პოლიციელები სექსმუშაკებს ზუგდიდში: საია-ს სკანდალური კვლევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ტიპის თანამშრომლობას აიძულებენ პოლიციელები სექსმუშაკებს ზუგდიდში: საია-ს სკანდალური კვლევა

[qartli.ge] ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, სექსმუშაკების მიმართ გამოხატული ძალადობა ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება.

საია-ს კვლევის მიხედვით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტად სექსმუშაკების მიმართ კლიენტები ძალადობენ, ხოლო მათ შემდეგ მოდის პოლიცია. მესამე ადგილზე კი ოჯახის წევრები არიან.

"ერთ შემთხვევაში მათ იყენებენ დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ, ხოლო მეორე შემთხვევაში სამართალდამცველები თავად ახდენენ ძალადობას მათზე", - აცხადებენ საია-ში.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში მოხდა, სადაც წარდგენილ სტატისტიკას დიდი მსჯელობა მოჰყვა. ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, თუ რატომ არ იყენებს პოლიცია სექსმუშაკების მიმართ ჯარიმებს.

[qartli.ge]