loader

თეთრი კვამლი და უზარმაზარი პლაკატი რუსთაველზე - აქციის ეფექტური კულმინაცია კომენტარის გარეშე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეთრი კვამლი და უზარმაზარი პლაკატი რუსთაველზე - აქციის ეფექტური კულმინაცია კომენტარის გარეშე

რუსთაველის გამზირზე "თეთრი ხმაურის" აქციის მონაწილეებმა ბანერი, წარწერით "დეკრიმინალიზაცია 2016" გაშალეს და თეთრი კვამლი გაუშვეს.
პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქციის მონაწილეები ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ნარკომომხმარებლებს მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება. აქციაზე გამომსვლელები საკუთარ ისტორიებსაც ყვებოდნენ.
ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ იგი ნარკოტიკების მომხმარებელია, მაგრამ არა კრიმინალი. აქციის ბოლოს გამოიტანეს დიდი თეთრი ბანერი, რომელზეც ეწერა აქციის მთავარი მესიჯი "დეკრიმინალიზაცია 2016". აქციის რამდენიმე მონაწილემ კი აანთო შუშხუნები, რომლებიც თეთრ კვამლს ტოვებდა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებენ. აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.