loader

ქუთაისში მამამ მეცხრეკლასელ ქალიშვილს სკოლაში სცემა - მის მეორეკლასელ შვილს კი სხეულზე "ზასოსი" აღმოაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში მამამ მეცხრეკლასელ ქალიშვილს სკოლაში სცემა - მის მეორეკლასელ შვილს კი სხეულზე "ზასოსი" აღმოაჩნდა

მშობელმა შვილს სკოლაში სცემა - ინციდენტი ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოხდა. როგორც ირკვევა, მამის გაღიზიანება პედაგოგების და პოლიციის თანამშრომლების შენიშვნებს მოჰყვა. პედაგოგებმა მამას მისი მეორეკლასელი შვილის სხეულზე კოცნის შედეგად დატოვებული სილურჯის შესახებ უამბეს. ხოლო პოლიციის თანამშრომელმა მამას ინფორმაცია უფროსი შვილის ღამის საათებში ქუჩაში ხშირად ყოფნის ფაქტებზე მიაწოდეს, რის შედეგადაც მამამ საკუთარ მეცხრეკლასელ ქალიშვილს სკოლის ეზოში სცემა. პოლიციის თანამშრომლებმა მამა შემთხვევის ადგილზე დააპატიმრეს. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.