loader

თოვლით დაფარული აჭარა და უშუქოდ დარჩენილი სოფლები - რა პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თოვლით დაფარული აჭარა და უშუქოდ დარჩენილი სოფლები - რა პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივები?

ძლიერმა თოვამ აჭარის მაღალმთიანეთში პრობლემები გამოიწვია. დაზიანებულია ელექტროსადენები, რის გამოც 15 სოფელს დენი შეუწყდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ "ენერგოპროჯორჯიას" ბრიგადები, რომლებმაც ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღადგინეს.
ხულოსა და შუახევში მოსულმა ნალექმა 80 სანტიმეტრს მიაღწია. მუნიციპალიტეტების ცენტრებამდე ავტომანქანების მოძრაობა არ შეწყვეტილა, თუმცა სოფლების მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი.
მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. უშუქობის გამო რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა.