loader

მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს "დახვეწილობის კურსებს" გაატარებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს "დახვეწილობის კურსებს" გაატარებენ

თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ელემენტარული უნარების შესასწავლად - მერიის და საკრებულოს 40 თანმაშრომელს დიპლომატიური ურთიერთობების პროტოკოლისა და ეტიკეტის წესებს
სპეციალური პედაგოგები შეასწავლიან. ამ საკითხზე გამოცხადებულ ტენდერს საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში მითქმა-მოთქმა უკვე მოჰყვა. "ამორალური" - ასეთია თემაზე ოპოზიციის შეფასება, მმართველი გუნდიდან კი კონკრეტული თანამდებობის პირებს დოკუმენტებში უფრო საფუძვლიანად ჩახევას ურჩევენ.

"პალიტრანიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ ტენდერში მონაწილეობას ამ ეტაპზე 4 კომპანია იღებს. კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება დიპლომატიური ურთიერთობების, პროტოკოლისა და ეტიკეტის შესასწავლად, ამაზე მერიაში კომენატარი არ კეთდება, თუმცა, როგორც მერიის მუნიციპალური სერვისების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია ლატარაია აცხადებს, ასეთ ტენდერებზე მერიის სახელფასო ფონდის მხოლოდ 1 % იხარჯება. ტრენინგით გათვალისწინებულია, რომ მერიის და საკრებულოს პროტოკოლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის თანამშორმლებს ჩაცმის, მაგიდასთან მოქცევის, საზეიმო ვახშმის , დოპლომატიურ პრაქტიკაში საჩუქრის მნიშვნელობის წესები, ასევე სხვა საკითხები უნდა ასწავლონ.