loader

"დიახ, შეიძლება დასაწყისში ჩვენ მოგვეჩვენოს, რომ ეს არის უსამართლობა..." - ქუმსიშვილის პასუხი სესხებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიახ, შეიძლება დასაწყისში ჩვენ მოგვეჩვენოს, რომ ეს არის უსამართლობა..." - ქუმსიშვილის პასუხი სესხებზე

დიახ, შეიძლება დასაწყისში ჩვენ მოგვეჩვენოს, რომ ეს არის უსამართლობა, არასწორად გადანაწილებული თანხები, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ოჯახების კეთილდღეობა აუცილებლად აისახება ყველაზე და ეკონომიკაზე მთლიანად, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დოლარში სესხების გალარების მიზნით ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარის გამოყოფის მიზანშეწონილობაზე საუბრისას განაცხადა.
ქუმსიშვილის შეფასებით, კითხვა იმის თაობაზე, რატომ უნდა შეეხიდოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც არ აქვს დოლარში სესხი, მათ, ვისაც ასეთი სესხი აქვს, აბსოლუტურად ლეგიტიმურია, თუმცა, გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, ვინც ყველაზე მეტად მოექცა დევალვაციის ტალღაში.


ასევე იხილეთ: ქუმსიშვილის განცხადება კომერციული ბანკების შესახებ: ენდობა თუ არა მათ საქმიანობას ფინანსთა მინისტრი?

უნდა ველოდოთ თუ არა პროდუქტებზე ფასების ზრდას? - ქუმსიშვილის პროგნოზი: "ეს არ იქნება მძიმე ტვირთი"