loader

კალაძემ მინისტრად დამტკიცებისთანავე ახალი იმიჯი - ულვაშები მოირგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალაძემ მინისტრად დამტკიცებისთანავე ახალი იმიჯი - ულვაშები მოირგო

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთ (თუ ერთადერთ არა) ყველაზე მოდურ პოლიტიკოსად ითვლება. ხშირად მისი ჩაცმის სტილი კრიტიკის საბაბიც ხდება, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მინისტრი გემოვნებით იცვამს და გარეგნობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
მინისტრი დღეს მედიის წარმომადგენლებთან ახალი იმიჯით წარდგა. გრძელი წვერის ნაცვლად, კალაძე ამჯერად ულვაშებით მოგვევლინა.
გასულ წელს, მთავრობის წევრმა, ფაქტობრივად, დაამკვიდრა ქართველ მამაკაცებში ლამბერსექსუალის იმიჯი, რამდენიმეთვიანი წვერის ტარების შემდეგ კი იმიჯი ნაწილობრივ შეიცვალა და წვერი დაიმოკლა.